გაფრთხილება qpost.ge -ზე რეგისტრაციას ექვემდებარება სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი.
ხელშეკრულების საგანი და მისი მოქმედების ზოგადი პირობები
---წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შემდეგი სახის პროდუქტების/სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: --- გზავნილის წინასწარი რეგისტრაცია; --- ადრესატის მისამართის ცვლილება; --- გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი; --- ადგილობრივი გზავნილი „კარიდან კარზე“; --- ონლაინ მაღაზია ( საკანცელარიო ნივთები ). --- რეგისტრაციის ფარგლებში იხსნება მომხმარებლის პირადი ანგარიში, რა მიზნითაც ივსება შემდეგი ველები: სახელი ; გვარი ; ნაჩვენები სახელი ; ელფოსტის მისამართი ; ქვეყანა; ქუჩის მისამართი ; ტელეფონის ნომერი ; პაროლი . --- მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი). მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს აქვს წვდომა მომხმარებლის ანგარიშზე, ივარაუდება, რომ ის მოქმედებს სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში და კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე. --- მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ ზიანზე. --- პაროლის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციონალის საშუალებით, სადაც მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე იგზავნება ერთჯერადი ბმული, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას. --- წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესები და პირობები (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. გაფრთხილება: დისტანციური ხელშეკრულების დადების მომენტიდან მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, აგრეთვე ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების კომპანიისათვის დაბრუნებისა და პროდუქტების/სერვისების მიწოდების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
--- მხარეთა უფლება-მოვალეობები --- მომხმარებელს უფლება აქვს: --- მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდება;
მომხმარებელი ვალდებულია:
--- გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო მიწოდების მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული; --- არ გააგზავნოს აკრძალული ნივთები; --- დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური; --- სრულად აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი.
კომპანიას უფლება აქვს:
--- უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; --- გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან; --- მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდა; --- მოითხოვოს მომხმარებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
კომპანია ვალდებულია:
--- მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი/მომსახურება, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს ან/და არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; --- აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
კონფიდენციალობის ვალდებულება
--- მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. --- კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას: --- რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე; --- თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად მისი უფლებების განსახორციელებლად; --- რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან. --- მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა ინფორმაცია) დამუშავებაზე. --- კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოახდენს მხოლოდ შემდეგი მიზნ(ებ)ით: --- კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე პროდუქტის/სერვისის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის ინტერესებისა და კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; --- აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შეთავაზებების, მათ შორის, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით; --- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით; --- კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: --- არსებობს მომხმარებლის თანხმობა; --- კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; --- აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. --- კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. --- მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. --- მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მის მიერ გაცხადებულ თანხმობაზე კომპანიისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება.
--- კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები --- კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხმარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით, მათ შორის, „წესები და პირობები“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი. --- კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით გზავნილის დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება: --- თუ გზავნილი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად; --- იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლისგან მიღებული არასწორი ან/და არასრული ინფორმაცია; --- დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში; --- თუ გზავნილის დაკარგვა ან მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით; --- იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ ნივთებს; --- თუ გზავნილი არასათანადოდ არის შეფუთული; --- იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა); --- მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში; --- თუ ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს; --- „წესები და პირობები“ განსაზღვრული სხვა გარემოების არსებობისას. --- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
--- მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების, „მომხმარებლის სახელმძღვანელოსა“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
--- მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
--- მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. --- კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები, აგრეთვე კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, რა შემთხვევაშიც ცვლილება ძალაშია კომპანიის ვებგვერდზე განთავსების დღიდან მომხმარებლის დამატებითი შეტყობინების გარეშე.